რუსეთის განცხადებით, მისი მიზანი უკრაინაში დონბასში ადამიანების "დაცვაა". რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან?! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„რუსეთის განცხადებით, მისი მიზანი უკრაინაში „დონბასში ადამიანების დაცვაა“. ზუსტად ახლა მობილურ კრემატორიუმებში გარდაცვლილი ადამიანების სხეულებს წვავენ მარიუპოლში, რეგიონის მეორე უმსხვილეს ქალაქში. ისინი, ვინც გადარჩნენ, შიმშილით იხოცებიან. რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან?“- განაცხადა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ვლადიმერ პუტინი: ჩვენი მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება